ალვეოკოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალვეოკოკი - (Alveococcus; ლათ. alveolus შემცირებული, alveus უჯრედი + ბერძნ. kokkos ჩანასახი) – ცესტოდას გვარი; მიეკუთვნება Taeniata-ს ქვერაზმს. პარაზიტის ლარვული ფორმა წარმოადგენს არასწორი ფორმის, მცირე ზომის ბუშტუკების კონგლომერატს, რომლებიც შეიცავენ ჩანასახოვან სკოლექსებს და გარშემოკრული არიან საერთო შემაერთებელი ქსოვილით. Alveococcus multilocularis (ლათ.Ymultus მრავალი + loculus ადგილი) – სახეობა, რომლის სინონიმია მრავალკამერიანი ექინოკოკი – Echinococcus multilocularis). ბიოჰელმინთი. დეფინ. მასპინძ. – ყარსაღი, მელა, იშვიათად – მგელი და კატა, შუალედ. მასპინძ. – მღრღნელები, სას-სამ. ცხოველები და ადამიანი. იწვევს მღრღნელებისა და ადამიანის ლარვულ ალვეოკოკოზს.