იქთიოფთირიუსები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:46, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იქთიოფთირიუსები (Ichthyophthirius; ბერძნ. ichthys თევზი + phthirus ტილი) – ინფუზორიების გვარი; მიეკუთვნება თანაბარწამწამიანების რაზმს. იქთიოფთირიუსების სხეულის სიგრძე 0,5-1 მმ-ია. მას გააჩნია ნალისებრი ფორმის მაკრონუკლეუსი და მრავლობითი ვაკუოლები. დაავადება გავრცელებულია იმ წყალსატევებში, სადაც თევზებს შემჭიდროვებულ პირობებში ამყოფებენ. განსაკუთრებით მძიმე ფორმით ავადობს მოზარდეული გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში. სახიფათოა დაავადების აფეთქება საქვირითე და გამოსაზამთრებელ ტბორებში.