მაისის ხოჭო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:34, 2 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაისის ხოჭო, მაისის ღრაჭა –(Melolontha; ბერძნ. melolonthion ხოჭო) – ხოჭოების გვარი; მიეკუთვნება Scarabaeidae-ს ოჯახს, Coleoptera-ს რაზმს. მაისის ხოჭოს მატლები, რომლებიც ნიადაგში ბინადრობენ, Macracanthorhynchus hirudinaceus-ის შუალედური მასპინძლები არიან. განსაკუთრებით გავრცელებული სახეობაა – Melolontha melolontha (ჩვეულებრივი მაისის ხოჭო).