ანგიოსტრონგილუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:16, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანგიოსტრონგილუსი (Angiostrongylus; ბერძნ. angeion სისხლძარღვი + აღმძვრელის გვარის დასახელება Strongylus ცილინდრული) – ნემატოდას გვარი; მიეკუთვნება Filaroididae-ს ოჯახს. სახეობა – Angiostrongylus vasorum (ლათ. vas ფიალა), ხორცისმჭამელ ცხოველთა პარაზიტი. ლოკალიზებს მარჯვენა გულში, ფილტვის არტერიასა და მის განტოტებებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მოლუსკები.