გონგილონემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:30, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გონგილონემა - (Gongylonema; ბერძნ. gongylos მრგვალი + nema ძაფი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Spiruridae-ს ოჯახს. Gongylonema pulchrum (ლათ. pulcher ლამაზი) – სახეობა, პარაზიტობს მცოხნელი ცხოველების, ღორისა და ცხენის საყლაპავ მილსა და ხახაში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – კოპროფაგი ხოჭოები, ტარაკანები. გონგილონემოზის აღმძვრელი.