ავანსცენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავანსცენა – (ფრანგ. avant-scène < ძვ. ფრანგ. avant -მდე, ადრე, წინათ, მანამდე, უკვე < გვიანდ. ლათ. abante წინ, მანამდე < ლათ. ab -გან, -დან, მოშორებით, ante მანამდე, წინათ; წინ და ბერძ. skēnḗ მსახიობების გასახდელი კარავი ან ფარდული, სცენა), პროსცენიუმი; მაყურებელთათვის მუდმივად თვალმისაწვდენი სცენის ნაწილი ფარდასა და რამპას შორის.