ანონსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:26, 27 ივნისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანონსი − (ფრანგ. Annonce − საჯარო ცნობა), წინასწარი განცხადება მომავალი სპექტაკლის, კონცერტის და მისთ. შესახებ.

XVII- XVIII ს. უპირატესად, საფრანგეთის თეატრში ანონსი ეწოდებოდა სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლისადმი სცენიდან მოკლე მიმართვას ამ წარმოდგენის, მისი მოქმედი პირების, შემსრულებლების შესახებ. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ კი - კვანძის გახსნის მნიშვნელობის შესახებ, ამავე დროს, რეკლამას უწევდნენ თეატრის შემდგომ სპექტაკლებსაც. ანონსი – იყო სპექტაკლის ორგანული ნაწილი და მას ასრულებდნენ დასის საუკეთესო მსახიობები. ანონსის - შემსრულებლები („ანონსიორები“) გამოდიოდნენ საგანგებო ტანსაცმელში გამოწყობილნი.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები