კურტელენი ჟორჟ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კურტელენი ჟორჟ - (ფრ. Courtelain Georges 1860 - 1929). ფრანგი მწერალი და დრამატურგი.

ფრანგი მწერალი და დრამატურგი ჟორჟ კურტელენი დაიბადა 1860 წელს. 1881 წელს იგი აყალიბებს ჟურნალს „პარი-მოდერნ“-ს. კურტელენი თავის კომედიებში იყენებს ბუფონადურ და კარიკატურულ ნიღბებს და აჩვენებს თანადროული ცხოვრების ნაღვლიან სურათებს.

მისი ცნობილი კომედიებია:

  • „ბუბუროში“;
  • „ეჰ, ახალგაზრდობა“;
  • „სერიოზული კლიენტი“ და სხვ.

კურტელენის პოპულარობამ განაპირობა მისი სახელობის პრემიის დაწესება, რომელიც სწრაფად გადაიქცა დრამატურგებისათვის პრესტიჟულ ჯილდოდ.

ჟორჟ კურტელენი გარდაიცვალა 1929 წელს.




წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები