მოსკიტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:18, 6 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მოსკიტები (Phlebotomidae; ბერძნ. ვენა + tome განაჭერი + id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს) – მცირე ორფრთიანი სისხლმწოვი მწერების ოჯახი; მიეკუთვნება Nematocera-ს ქვერაზმს. დადგენილია მოსკიტებიების ორი გვარი: Phlebotomus და Sergentomyia. ისინი ზოგიერთი ვირუსული, პროტოზოული და ჰელმინთოზური დაავადების გადამტანები არიან.