კონოიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:26, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონოიდი (conoid; ბერძნ. konos კონუსი + eidos მსგავსი, გარეგნობა) – კონუსის ფორმის მქონე ულტრამიკროსკოპიული ორგანელა, რომელიც განთავსებულია მოძრავი სტადიის კოქციდიას უჯრედის წინა ნაწილის ციტოპლაზმაში. ვარაუდობენ, რომ კონოიდი ხელს უწყობს მასპინძლის უჯრედში პარაზიტის შეღწევას.