ეტიუდი (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:06, 19 მაისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეტიუდი – თეატრალურ პედაგოგიკაში — სავარჯიშო, რომლის მიზანია სამსახიობო ტექნიკის განვითარება და სრულყოფა. შედგება სხვადასხვაგვარი სცენური მოქმედებებისაგან, რომლებიც ან იმპროვიზაციით უნდა შესრულდეს, ანდა მასწავლებლის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური ეტიუდები, რომლებსაც სპექტაკლის დამდგმელი რეპეტიციის დროს სთავაზობს შემსრულებელთ პიესის მასალის მხატვრული ასახვის, ავტორის სტილის გახსნის და სხვა მიზნით.