ვარიეტე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:27, 11 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვარიეტე – (ფრანგ. Varieté), თავისებური სახის თეატრი, რომლის წარმოდგენებში ერთმანეთთანაა შერწყმული თეატრალური, საესტრადო და საცირკო ხელოვნების ჟანრები. სახელწოდება წარმოსდგა თეატრ „ვარიეტედან“, რომელიც დაარსდა პარიზში 1920 წ. ტერმინი „ვარიეტე“ უცხოეთის ქვეყნებში იხმარება უფრო ფართო მნიშვნელობითაც, კერძოდ შეესაბამება „ესტრადას“ და გულისხმობს კაბარეებისა და ბურლესკის თეატრების წარმოდგენებსაც. ვარიეტეს სცენაზე წარმოიშვა და დამკვიდრდა თეატრალური მიმოხილვის. (რევიუს) ჟანრი, როდესაც ცალკეული ნომრები გაერთიანებულია ერთი პირობითი სიუჟეტით. საფრანგეთში ვარიეტეს წინამორბედი იყო პარიზის კაფეშანტანები და კაბარეები.