იმპროვიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:13, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იმპროვიზაცია – (ლათ. improvisus „მოულოდნელი, უეცარი“), შემოქმედების განსაკუთრებული სახე, რომლისთვისაც დამახასიათებელია შეთხზვა უშუალოდ შესრულების პროცესში. იმპროვიზაცია გამოიყენება სახვით ხელოვნებაში პოეზიაში, თეატრში, ქორეოგრაფიაში და სხვ.
იმპროვიზაცია დიდ როლს თამაშობს სახალხო სამუსიკო სასიმღერო შემოქმედებაში, რასაც ხელს უწყობს მისი ზეპირი ხასიათი.