დრაკუნკულოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:13, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დრაკუნკულოზი - (dracunculosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dracunculus + ბერძნ. osis დაავადება) – ძაღლის, ცხენის, მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვისა და ადამიანის ჰელმინთოზი.
აღმძვრელი – Dracunculus medinensis პარაზიტობს კანქვეშა უჯრედისში. დრაკუნკულოზი ფართოდაა გავრცელებული ავღანეთში, ირანში, ერაყში, აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
დაავადება დასნებოვნებიდან 8-12 თვის შემდეგ ვლინდება. კანზე, უმეტესად კიდურების მიდამოში, მოწითალო ფერის ბუშტები ჩნდება, რომლებიც ჩირქდება; მეორეული მიკროფლორით დაინფიცირებისას კანქვეშა უჯრედისში ანთებითი პროცესი ვითარდება, ხოლო დაავადების გართულებისას – კანის, კუნთების, მყესებისა და სახსრების ფიბროზი.