ელეოფოროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელეოფოროზი – (elaeophorosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Elaeophora + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელი ნემატოდა – Elaeophora poeli პარაზიტობს აორტაში.
გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ძროხეული ავადდება სუბკლინიკური ფორმით. ცხვარს თავზე უვითარდება ფილარიატოზული დერმატიტი, ხოლო კანის დაზიანებულ ადგილებში აქვს ქავილის შეგრძნება.