ოქსიუროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოქსიუროზი – (oxyurosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Oxyuris + ბერძნ. osis დაავადება) – ცხენის, სახედრის, ჯორის, ჯორცხენას, ზებრას ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Oxyuris equi პარაზიტობს ბრმა ნაწლავსა და კოლინჯში. გავრცელებულია ყველგან.
დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები: კუდის ფუძის მიდამოში ძუის აჩეჩვა, ქავილი და დერმატიტი. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მოშლის გამო ცხოველი ძლიერ გამხდარია.