სეტარიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 22 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სეტარიოზი – (setariosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Setaria + ბერძn. osis დაავადება), ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Setaria-ს გვარის ნემატოდები პარაზიტობენ ცხენის, ძროხის, ცხვრის, ირმის მუცლის ღრუში (ზრდასრული ფორმები), თავის, ზურგის ტვინში და თვალში (იუვენილური ფორმები), სისხლში (ლარვები – მიკროსეტარიები). ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, ვითარდება პარეზი, დამბლა. რთული მიმდინარეობისას ცხოველი იღუპება.