ასკაროპსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:06, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასკაროპსი - (Ascarops; ბერძნ. askaris, askaridos ჭია + ops, opos სახეობა) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Thelaziidae-ს ოჯახს, Spirurata-ს ქვერაზმს. Ascarops strongylina (ბერძნ. strongylus ცილინდრული, მრგვალი) – სახეობა, პარაზიტობს ღორის კუჭში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – ნაკელის ხოჭოები.