დიოქტოფიმატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:26, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიოქტოფიმატა - (Dioctophyme; ბერძნ. dioktes დევნა + phyma ბორცვი, ნასკვი, სიმსივნე) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Dioctophymata-ს ქვერაზმს.
Dioctophyme renale (ლათ. renalis თირკმლის) – სახეობა, პარაზიტობს ძაღლისა და ბეწვიანი ნადირის, ნაკლებად ღორის, ცხენის, ძროხის, ადამიანის თირკმელებში, შარდის ბუშტში, მუცლის ღრუში, იშვიათად, სხვა ორგანოებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მცირეჯაგრიანი ჭიები-ოლიგოხეტები, რეზერვუარული მასპინძელი – თევზები. დიოქტოფიმოზის აღმძვრელი.