პარაგონიმუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პარაგონიმუსი − (Paragonimus; ბერძნ. para გვერდით + gonimos შვილოსნობა), ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Troglotrematidae-ს ოჯახს.
Paragonimus westermani (გერმანელი მეცნიერის ვესტერმანის პატივსაცემად) – სახეობა, პარაზიტობს ხორცისმჭამელი ცხოველების, ძროხეულის, ღორისა და ადამიანის სასუნთქ სისტემაში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები, დამატებითი მასპინძელი – მტკნარი წყლის კიბოები და კიბოსებრები. პარაგონიმოზის აღმძვრელი.