სტერკორარია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:41, 27 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტერკორარია – (Stercoraria; ლათ. stercus ნაკელი + aria ადგილი), ტრიპანოსომების ჯგუფი, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ვითარდება. ეს ჯგუფი ძირითადად არაპათოგენურ სახეობებს აერთიანებს.
Tripanosoma lewisi – სახეობა, პარაზიტობს ვირთხების ორგანიზმში, რომელთა დასნებოვნება ხდება დაინვაზიებული ტილების, რწყილების ან მათი ექსკრემენტების შეჭმის შედეგად;
Trip. theileri – სახეობა, პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ორგანიზმში, რომლის დაინვაზიება ხდება სისხლმწოვი მწერების მიერ.