ტოქსოპლაზმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:01, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოქსოპლაზმა – (Toxoplasma gondii; ბერძნ. toxon თაღი + plasma გამოძერწილი, გაფორმებული; gondii მღრღნელის – Ctenodactylus gondii-ს დასახელებიდან, რომლის ორგანიზმში პირველად აღმოაჩინეს ტოქსოპლაზმა). აღმძვრელს რკალისებრი ფორმა აქვს და ფორთოხლის წილს მოგვაგონებს, თუმცა მას შეიძლება ოვალური ან მრგვალი ფორმაც ჰქონდეს. ტოქსოპლაზმის ზომები 4-7x2-4 მიკრონია. დეფინიტური მასპინძელია კატა, რომლის ნაწლავების ეპითელურ უჯრედებში მიმდინარეობს ტოქსოპლაზმას განვითარების მეროგონიისა და გამეტოგონიის პროცესები. კატა ფეკალთან ერთად გარემოში გამოყოფს იზოსპოროიდული ტიპის ოოცისტებს. შუალედური მასპინძელი – ძუძუმწოვრები, მათ შორის, ადამიანი, აგრეთვე ფრინველები და რეპტილიები.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები