მიზანსცენა
მიზანსცენა − (ფრანგ.: Mise en scène)
კინოში
ფილმის პერსონაჟთა და მოქმედების განლაგება სცენაში (სერია კადრებისა, რომლებიც გაერთიანებული არიან შინაარსის, მოქმედების დროისა და ადგილის ერთიანობით), რაც გამოხატავს ფილმის იდეურ–მხატვრულ ჩანაფიქრს. კინოში „მიზანსცენის“ შემადგენელი ნაწილია „მიზანკადრი“. კინოს მიზანსცენა ენათე- სავება თეატრალურს, მაგრამ აქ იგი იქმნება რეჟისორის, მსახიობების, ოპერატორისა და მხატვარ–დეკორატორის კოლექტიური შემოქმედებით. კინოაპარატის მოძრაობისა და კინოდეკორაციების სამგანზომილებიანობის გამო კინემატოგრაფიულ მიზანსცენას არ ახასიათებს ისეთი პირობითობა, როგორიც თეატრალურს, რომელიც შემოზღუდულია სამი კედლით, სასცენო მოედნის ზომებით და ხედვის ერთადერთი წერტილით (მაყურებელთა დარბაზიდან).
თეატრში
დეკორაციების, საგნებისა და მოქმედი პირების განლაგება სასცენო მოედანზე, განსასახიერებელი ნაწარმოებისა და სპექტაკლის კომპოზიციის სხვადასხვა მომენტის შესაბამისად.