ორფის თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:34, 24 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორფის თეორია – შეიქმნა 30-40 იან წლებში XX საუკუნის დასაწყისის ნოვატორული იდეების გავლენით. სიუჟეტის სიტყვასიტყვითი გაგების ნაცვლად ორფი გვაწვდის ქარაგმას, ალეგორიას, სიმბოლოს. მოქმედების ნაცვლად – „სცენური სურათებით“ ილუსტრირებულ თხრობას; დინამიკური დრამატურგიის ნაცვლად – განზრახ შექმნილ „სურათების“ სტატიკას; ინდივიდუალიზებული სახის ნაცვლად – განზოგადებულ „ტიპს“; მსახიობის მაქსიმალური გარდასახვის ნაცვლად – მის „გასხვისებას“ სახისაგან. ორფის ყოველ პიესას თავისი ჟანრული სპეციფიკა გააჩნია.