პროტაგონისტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:08, 2 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროტაგონისტი – ძველბერძნული თეატრის მსახიობი, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა ტრაგედიასა ან კომედიაში. პირველ ხანებში დრამატურგი თვითონვე არჩევდა ხოლმე პროტაგონისტს; თეატრალური შეჯიბრებების ორგანიზატორი „არქონტი“ აარჩევდა სამ პროტაგონისტს და კენჭისყრით ანაწილებდა მათ კონკურსში მონაწილე სამ ტრაგიკოს პოეტს შორის. თითოეული პროტაგონისტი თვითონ ირჩევდა დანარჩენ ორ მსახიობს (ბერძნულ დრამაში მსახიობთა რაოდენობა სამით განისაზღვრებოდა) მეორე აქტიორს, რომელსაც დევტერაგონისტი ეწოდებოდა და მესამეს ტრიტაგონისტს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები