აღორძინება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღორძინება (რენესანსი, რისორჯიმენტო) – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში აყვავების ეპოქა XIV – XVI საუკუნეებში. უდიდესი პროგრესული გადატრიალება, რომლის ისტორიულ-სოციალურ წინაპირობა იყო ბურჟუაზიულ ურთიერთობათა ჩასახვა ქალაქ-კომუნების მრეწველობის ზრდისა და მსოფლიო სავაჭრო კავშირების ფართოდ განვითარების ბაზაზე. თავის კლასიკურ ფორმაში აღორძინების კულტურა განვითარდა ჩრდილო და შუა იტალიაში.

ევროპის სხვა ქვეყნებში აღორძინების ხელოვნება შედარებით გვიან ჩამოყალიბდა, ვიდრე იტალიაში, და თითოეულ ამ ქვეყანაში ატარებდა განსაკუთრებულ ნაციონალურ ხასიათს. აღორძინების ეპოქის ხელოვნება ერთიანდებოდა ჰუმანიზმის ახალი იდეალებით და შუა საუკუნეების საეკლესიო-ფეოდალური იდეოლოგიის საპირისპიროდ მხარს უჭერდა და განამტკიცებდა ძლიერებას, სილამაზესა და შემოქმედი ადამიანის პიროვნულ ღირსებას. აღორძინების ჰუმანიზმმა მტკიცე საყრდენი პოვა ანტიკურ ხელოვნებაში. საერთოდ აღორძინების ხელოვნება მსოფლიო მხატვრული განვითარების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები