ახობაძე ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:38, 19 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახობაძე ვახტანგ – (1949), პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისში. 1978 წელს დაამთავრა სპი, სწავლობდა ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში - ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. იყო საინჟინრო გაზეთ „პროგრესის“ კორესპონდენტი. 1991 წლიდან მუშაობს ჟურნალ „განთიადში“; ავტორია პოეტური კრებულებისა: „რეალობის პირისპირ“ (1996), „ასი ლექსი პლუსით“(2018). არის რედაქტორ-გამომცემელი ერთდროული სალიტერატურო-შემეცნებითი ჟურნალებისა: „გალაკტიონი“ (1991) და „ბორის გაპონოვი“ (2014), ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალისა „მთაწმინდის პანთეონი“ (1999, 2008, 2018). ბოლო გამოცემა ეძღვნება მთაწმინდის პანთეონის დაარსების 90 წლისთავს.
- მოდის... არჩილ ჟორჟოლიანს
- შენში დაოკდა გზნება დიადი,
- შენში ბულბულსაც კვნესა ენება,
- სიყვარულის მზეს აქრობს წყვდიადი,
- მაინც მოელი მზით გათენებას.
- კრძალვით იგონებ განვლილ საათებს,
- აღარ გაოცებს წამ-წუთის ქროლა,
- შენ ჟამთა როკვა ცეცხლად აგანთებს,
- ცეცხლი წვავს დროს და
- ფიფქისფრად ბოლავს.
- შეუჩვეველი სიცოცხლის ამ წესს
- უღელში შებმულ ბებერ ხარს ჰგავხარ,
- წუთისოფელი ბეჭებზე გაწევს
- და ჩვენს ქალაქში იმედად დახვალ.
- შენში დაოკდა სული დიადი,
- შენში ბულბულსაც კვნესა ენება,
- სიყვარულის მზე ჩაქრა წყვდიადით...
- კვლავ ელოდები მზით გათენებას.
- შენზე ფიქრებით გავჭრილვარ ველად,
- აღარც კი მახსოვს, გაგიცან როდის...
- შეჩერდით!.. და გზა მიეცით ყველამ:
- არჩილი მოდის! არჩილი მოდის!..