სახელგანთქმული ბანდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:18, 19 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„სახელგანთქმული ბანდა“ – (გერმ. Berühmte Bande), გერმანელი კომედიანტების მოხეტიალე დასი. არსებობდა XVII საუკ. „სახელგანთქმულმა ბანდამ“ წამყვანი ადგილი დაიჭირა მოხეტიალე დასთა შორის და „სახელგანთქმული“ იმიტომ ეწოდა, რომ მართლაც სახელი გაითქვა შესრულების ოსტატობით და იმ დროისათვის მაღალმხატვრული რეპერტუარით. „სახელგანთქმული ბანდის“ მოღვაწეობამ, რომელიც მრავალრიცხოვან გასტროლებს აწყობდა ქვეყანაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებაში.