ფიცარნაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:57, 1 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფიცარნაგი – სასცენო მოედნის სახეობა. პორტატული ფიცრული სცენა ღია ცის ქვეშ, რომელსაც იყენებდნენ თავიანთი სპექტაკლებისათვის სხვადასხვა ქვეყნის ხალხური მოხეტიალე მსახიობები (მიმები ძველ საბერძნეთსა და რომში, იტალიური ნიღბების კომედიის შემსრულებლები და სხვ.).