კარაქსიოსისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:54, 14 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კარაქსიოსისი – ბერძნული ჩრდილების თეტრის პერსონაჟი და ასევე ჩრდილების თეატრის სახელწოდება. ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში თურქული ჩრდილების თეატრის ყარაგიოზის გავლენით. სპექტაკლების სიუჟეტებად გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ეპიზოდები საბერძნეთის ძველი და ახალი ისტორიიდან, მითები, ლეგენდები, ფანტასტიკური თავგადასავლები.