ჰერმენევტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 18 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერმენევტიკა – (ბერძნ. hermeneutike techne – განმარტების ხელოვნება), ლიტერატურული ძეგლების, ძველი ხელნაწერების, ძნელად დასაზუსტებელი ტექსტების (უფრო ხშირად, ძველი ტექსტების) განმარტების ტრადიცია და საშუალება, მათი ინტერპრეტაციის მეთოდი, რომლითაც ადგენენ მათ ნამდვილობას, სადაურობას, ისტორიას. წარმოიშვა როგორც ბიბლიის, ისე ძველბერძნული მითების განმარტების საფუძველზე. ჰერმენევტიკის ძირითადი მიზანია გაშიფროს ტექსტებში განთავსებული კოდები, გახსნას მათი შიდააზრი.

თეატრალურ ხელოვნებაში ტერმინი „ჰერმენევტიკა“ გულისხმობს ტექსტის ინტერპრეტაციას, ლიტერატურული პირველწყაროს შიდააზრის ამოცნობას ისტორიულ და ფსიქოლოგიურ კონტექსტში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები