ფაბრი დიეგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 7 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიეგო ფაბრი − (იტალ. Diego Fabbri, 1911–1980), იტალიელი დრამატურგი. 1928-37 წლებში დაწერა პიესები „მწუხარების ყვავილები“, „დაბრუნება“, „მათი ცოდვა“, „მირაჟები“, „მოგონებანი“, „მიწა კვლავ აყვავდა“, რომლებიც იდგმებოდა სკოლებში და საეკლესიო მრევლის მიერ. შემდგომში იგი გახდა იტალიური კათოლიკური დრამატურგიის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. პიესა „ინკვიზიცია“, სადაც აღწერილია მღვდლის სულიერი კრიზისი, დაჯილდოვდა ნაციონალური პრემიით. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა პიესამ „იესოს გასამართლება“, რომელშიც აღძრულია ეკლესიისა და მრევლის ურთიერთობის პრობლემა. მან დაწერა, აგრეთვე, დრამები, კომედიები. 1945-50 წწ. იყო კათოლიკური კინოცენტრის გენერალური მდივანი.