ტრაექტორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:19, 13 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაექტორია – უწყვეტი წირი, რომელსაც აღწერს ნივთიერი წერტილი მოძრაობის დროს.

თუ ტრაექტორია წრფეა, წერტილის მოძრაობას უწოდებენ წრფივს, წინააღმდეგ წემთხვევაში – მრუდწირულს.

თუ წერტილის მოძრაობა განისაზღვრება დიფერენციალურ განტოლებათა სისტემით, მაშინ ლაპარაკია დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ტრაექტორიაზე.

წერტილის ტრაექტორიას ათვლის უძრავი სისტემის მიმართ ეწოდება აბსოლუტური ტრაექტორია, ხოლო მოძრავი სისტემის მიმართ - ფარდობითი ტრაექტორია.

თავისუფალი ნივთიერი (მატერიალური) წერტილის ტრაექტორიის სახე დამოკიდებულია მასზე მოქმედ ძალებზე, მოძრაობის საწყის პირობებზე, აგრეთვე იმაზე, თუ ათვლის რომელი სისტემის მიმართ განიხილება მოძრაობა.

დედამიწის მიზიდულობის ველში, თუ ჩავთვლით, რომ იგი ცენტრალურია და უგულებელვყოფთ გარემოს წინააღმდეგობას, ყველა იმ წერტილის ტრაექტორია, რომლებიც დედამიწის ზედაპირის მახლობლად ღებულობენ ჰორიზონტალურად მიმართულ v0 საწყის სიჩქარეს, იქნება წრეწირი, როცა v0 ≈7,91 კმ ∕წმ, ელიფსი, როცა v0 ≈11,19 კმ ∕წმ , ან ჰიპერბოლა, როცა v0 ≥16,67 კმ ∕წმ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები