ჩხეტისძე ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 19 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩხეტისძე ივანე - რაჭის ერისთავი XV ს-ის 80-იან წწ-ში. XV ს-ის ბოლო ათწლეული წლებიდან რაჭის ერისთავობა ჩხეტისძეთა საგვარეულოს სამემკვიდრეო სახელოდ ქცეულა. 1488 წ-ის სასისხლო განჩინებაში მოწმეთა შორის რაჭის ერისთავია ჩხეტისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი ივანე.
წყაროები და ლიტერატურა
ვახუშტი 1973: 811; კაკაბაძე 1924: 21, 25, 67; ქისკ 2014: 266, 267, 277, 318; პალ 2015: 236; სოსელია 1970: 36, 73; სოსელია 1973: 74.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017