აპლიკატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:23, 6 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპლიკატურა - (გერმ. Applikatur ლათ. applico მივწევ, მივაყენებ, მივადებ), თითების განლაგებისა და მონაცვლეობის წესი მუსიკალურ საკრავზე დაკვრის დროს, აგრეთვე ამ წესის აღნიშვნა ნოტებში (იწერება არაბული ციფრებით შესაბამისი ნოტის ზემოთ ან ქვემოთ). აპლიკატურა საშემსრულებლო ოსტატობის მნიშვნელოვანი მხარეა. ექვემდებარება მხატვრული გამომსახველობის მიზნებს, დამოკიდებულია საკრავის ტექნიკურ თავისებურებებსა და შემსრულებლის შესაძლებლობაზე.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი