არია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 30 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არია - (იტალ. aria) სტრუქტურულად დასრულებული ეპიზოდი (ნომერი) ოპერაში, ორატორიაში ან კანტატაში, რომელიც სრულდება ერთი მომღერლის მიერ ორკესტრის თანხლებით.
არიასთვის დამახასიათებელია ფართო მღერადობა. მას ხშირად წინ უძღვის რეჩიტატივი. არიის ნაირსახეობებია არიეტა, არიოზო, კავატინა და სხვ. არიას უწოდებენ აგრეთვე მღერადი ხასიათის მქონე ზოგიერთ ინსტრუმენტულ პიესას.
წყარო
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი