ვოკალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოკალიზაცია - სიმღერა ხმოვანი ბგერებით. ვოკალიზაციის უმარტივესი სახეა კოლორატურულ პასაჟებამდე რომელიმე ხმოვნის ან პოეტური ტექსტის მარცვლის ორი ან მეტი ბგერით წამღერება. ცნობილია მთელი რიგი ნაწარმოებები ან მათი ნაწილი, რომლებშიც თავიდან ბოლომდე მხოლოდ რომელიმე სიტყვის მარცვალი იმღერება. მაგ, „ალილუია“ (მოცარტის „ალილუია“), „დიდება“ (გლინკას „ივან სუსანინის“ ეპილოგში). ვოკალიზაციას განეკუთვნება აგრეთვე ერთი ხმოვანი ბგერით შესრულებული სიმღერა უტექსტოდ.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები