პერპენდიკულარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:23, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერპენდიკულარი – a წრფისადმი პერპენდიკულარი (მართობი) ეწოდება b წრფეს, რომელიც a წრფეს კვეთს მართი კუთხით.

a და b წრფეების გადაკვეთის A წერტილს ეწოდება პერპენდიკულარის ფუძე.

a სიბრტყისადმი პერპენდიკულარი ეწოდება b წრფეს, რომელიც კვეთს a სიბრტყეს და პერპენდიკულარულია გადაკვეთის წერტილში გამავალ სიბრტყეზე მდებარე ნებისმიერი წრფისა.


ტერმინი „პერპენდიკულარი“ წარმოიქმნა შუა საუკუნეებში ლათინური სიტყვიდან perpendiculum – „შვეული“, რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობილია სიტყვიდან perpendre – „აწონა“.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები