მიკადო (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიკადო

მიკადო - (Micado).მსხლის იაპონური ჯიშია. ისე როგორც იაპონური დაიმოს სხვა ჯიშები და ამერიკული კაიფერის თესლნერგი, ესეც საკონსერვო ჯიშად ითვლება, საქართველოს რაიონებში გვხვდება თითო-ოროლა ხის სახით, გაშენებულია უფრო სადეკორაციო მიზნით, ვიდრე ნაყოფისათვის. ფართო გავრცელება მიკადოს აქვს აჭარაში.

ყვავილობა ადრეულა ახასიათებს. ყვავილი მსხვილია, თეთრი გვირგვინის ფურცლებით. ისხამს ყოველწლიურად უხვად.

ნაყოფი მობრტყო-მრგვალი ფორმისაა, უფრო ვაშლის მსგავსია, ვიდრე მსხლისა.

ყუნწი გრძელი აქვს, ზის პატარა ძაბრში.

ჯამი ხშირად არ რჩება მწიფე ნაყოფს.

ნაყოფის კანი მუქი ჟანგისფერია, ხორკლიანი. მსხვილი თეთრი წინწკლებით.

ნაყოფის ხორცი ძალიან მკვრივია. სიმწიფისას არ რბილდება, წვნიანია, თავისებური ნესვის ძლიერი სურნელებით. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის ბოლოში.

ხე სუსტი ზრდისაა, გაშლილი ვარჯით. სანაყოფე ტოტები უხვად გაწყობილია მთავარ ტოტებზე. ფოთოლი მსხვილია, სქელი, წვრილად დახერხილ კიდეთი; ფოთოლი ყოველთვის სუფთაა, მუქი მწვანე ფერის, არ ზიანდება ფოთლის ლაქიანობით.

მიკადო საინტერესოა, როგორც სოკოვან დაავადებათა წინააღმდეგ გამძლე და მოსავლიანი მსხლის ჯიში. კარგია აგრეთვე, როგორც დამამტვრიანებელი ჯიში კაიფერის თესლნერგისათვის.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები