ჩალისფერი ინდაური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:00, 23 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩალისფერი ინდაური - რომლის სამშობლოდაც ამერიკა ითვლება, საქართველოში მე-18 საუკუნიდან არის ცნობილი.
გავრცელების არიალის მიხედვით, განასხვავებენ თიანეთის, დუშეთის, კახეთისა და დასავლეთ საქართველოს ინდაურებს (მათ შორის შედარებით მაღალპროდუქტიულია დუშეთ-თიანეთისა), რომლებიც ხასიათდება ბუნებრივი საძოვრების გამოყენების და გასუქების კარგი უნარით; 7-8 თვის ასაკში თითქმის ზრდასრულია, იძლევა მეტად კარგი ხარისხის გემრიელ ხორცს. დედლების ცოცხალი მასა 4,5 - 5,5 კილოგრამი, ხოლო მამლების - 9-10 კილოგრამია.
წყარო
პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016