ეკლესიასტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკლესიასტე - (ბერძ.) მქადაგებელი, მომხმობელი. ძველი აღთქმის სიბრძნის წიგნი. ამ წიგნის ავტორი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თავს სოლომონად, სრულყოფილ ბრძენად, წარმოაჩენს.

წიგნის თემა მის შესავალშია წარმოდგენილი: „რა უპირატესობა აქვს ადამიანს მთელი თავისი შრომისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს?“; ეკლესიასტეს წიგნში ცხოვრების ამაოების, უსამართლობისა და, უმთავრესად, იმედგაცრუებათა თემებია განხილული, მის 12 თავს დამაფიქრებელი, ანტიკომფორმისტული თეზისი აერთიანებს: „ყოველივე არის ამაოება, ყოველივე აირს hebel (ქროლვა)“.

ქრისტემდე დაახლოებით 250-200 წლებში შექმნილი ეს ნაწარმოები უეჭველად გამომწვევი ხასიათისაა და აუცილებელია მისი განმარტება ღმრთის სიტყვის განკაცების შუქზე, რომელიც ადამიანის მწუხარებას, ეჭვებს, შეკითხვებს საკუთარ თავზე იღებს.



წყარო

პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები