ბარძიმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:46, 30 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბარძიმი - მაღალფეხიანი სასმისი, ქრისტიანული ეკლესიის „სიწმიდის ჭურჭელთაგანი“, იხმარება ზიარების რიტუალის შესრულებისას. ბარძიმში ასხამენ ზიარებისათვის საჭირო ღვინოს და წყალს. ის მოგვაგონებს იმ ჭურჭელს, რომლითაც აზიარა უფალმა მოწაფეები საიდუმლო სერობის დროს. დღესაც იხმარება ზიარების საიდუმლოს შესრულებისას.
წყარო
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.