ანჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 26 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანჩი - ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი სოფელი იგი მდებარეობს შავშეთსა და ლიგანის ხევს შუა, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე და მისი საეპისკოპოსო უძველესია მთელ საქართველოში, დაარსებული თვით წმ. ანდრია პირველწოდებულის მიერ. სწორედ ანჩის საეპისკოპოში ჩამოაბრძანეს უფლის ხელთუქმნელი ხატი კონსტანტინოპოლიდან ხატმებრძოლობის დროს.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.