აღთქმის კიდობანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:28, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აღთქმის კიდობანი - იყო აკაციის ხისაგან გამოთლილი ოქროთი მოვარაყებული ოთხკუთხედი ყუთი, რომლის სიგრძე იყო 112 სმ, სიგანე და სიმაღლე - 66 სმ (გამ. 25:10).. მასში ინახებოდა ღმრთის მიერ მოსესთვის სინაის მთაზე მიცემული ორი დაფა მათზე ამოტვიფრული ათი მცნებით, აარონის განედლებული კვერთხი და ტაკუკი იმ ციური მანანით სავსე, რომლითაც გამოზარდა ებრაელები უდაბნოში 40 წლიანი მოგზაურობის დროს.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ქრისტიანობის ლექსიკონი