ბალაამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:08, 26 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალაამი - წინასწარმეტყველი, რომელიც ცხოვრობდა მესოპოტამიაში, ევფრატის ნაპირზე მდებარე ქალაქ ფეთორში.
მოაბელთა მეფე ბალაკმა ისრაელის წინააღმდეგ ომი ვერ გაბედა, მოიხმო ბალაამი და სთხოვა დაეწყევლა ისრაელიანები. ბალაამი სამჯერ მოემზადა მათ დასაწყევლად, მაგრამ ღვთის ჩაგონებით სამჯერვე კურთხევა წარმოთქვა მათზე და იწინასწარმეტყველა კიდეც, რომ იაკობის ტომისაგან წარმოსდგებოდა მესია, რომელიც გამეფდებოდა ყველა ხალხზე.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.