სენსუალიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სენსუალიზმი – (ფრანგ. sensualizme, < ლათ. sensus – აღქმა, გრძნობა, შეგრძნება), მიმართულება შემეცნების თეორიაში, რომლის მიხედვით გრძნობა არის შემეცნების ყველაზე უფრო სარწმუნო წყარო. რაციონალიზმისგან განსხვავებით, სენსუალიზმი აღქმის პროცესში ეყრდნობა გრძნობას და არა გონებას. იგი ახლოს დგას ემპირიზმთან, რომელიც ცოდნის ერთადერთ საყრდენად მიიჩნევს გრძნობად გამოცდილებას. სენსუალიზმის კლასიკური ფორმულაა: „გონებაში არაფერია ისეთი, რაც ადრე არ იყო გრძნობებში“. ცნობილია სტანისლავსკის გამოთქმა: „თეატრალურ ხელოვნებაში მიხვდე, ნიშნავს იგრძნო“.