სტანდარტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:16, 13 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტანდარტი - (standard) - ფართო გაგებით - ნიმუში, ეტალონი, მოდელი, რომელიც წარმოადგენს ამოსავალს მასთან მსგავსი სხვა ობიექტების შედარებისათვის. სტანდარტი, როგორც ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტი, მოიცავს იმ ნორმების, წესების კომპლექსს, რომელიც მოეთხოვება სტანდარტიზაციის ობიექტს. გადატანითი მნიშვნელობით - შაბლონი, ტრაფარეტი, რომელშიც არ არის რაიმე ორიგინალური.