ეპისოდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 4 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეპისოდები – ძველბერძნულ დრამაში დიალოგური სცენა ქოროს ორ პარტიას შორის. ტერმინი ეპისოდები, ზოგიერთის აზრით, ნიშნავდა დიალოგური ნაწილის ჩართვას პირველდაწყებით ქორეულ ტრაგედიაში, ზოგის აზრით კი ორქესტრზე ახალი მოქმედი პირის გამოჩენას. ანტიკურ კომედიაში მოკლე, ერთმანეთის მონაცვლე ეპისოდები გამარჯვებული გმირის სადიდებელი და მისი მოწინააღმდეგის შემარცხვენელი იყო. მენანდრის ნაწარმოებებში, რომლებშიც ქოროს დაკარგული აქვს თავისი დანიშნულება, ეპისოდები იგივეს ნიშნავს, რასაც „გამოსვლა“ ახალ დრამაში.