გალექსება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:38, 6 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გალექსება – ქართული ხალხური სიტყვიერების, სატირულ-იუმორისტული პოეზიის ჟანრი, პაექრობა ორ მოლექსეს შორის. გალექსების თემატიკა შეუზღუდავია და მოიცავს სათემო, საგვარეულო, საოჯახო, პიროვნულ საკითხებს. გავრცელებული იყო საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით ფშავ-ხევსურეთში.