აუცილებლობა (მათემატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აუცილებლობა – თუ ჭეშმარიტია გამონათქვამი P⇐Q, ე. ი. თუ Q-ს ჭეშმარიტებიდან აუცილებლად გამომდინარეობს P-ს ჭეშმარიტება, მაშინ P-ს უწოდებენ Q-სათვის აუცილებელ პირობას P-ს თვისება, რომელიც გამოსახულია თეორემით P⇐Q, უწოდებენ P-ს აუცილებლობას Q-სათვის.